,,საქართველოში თავისუფლებისა და დემოკრატიის შეჩერება შეუძლებელია", _ განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ გაეროს ასამბლეაზე მიხეილ სააკაშვილის გამოსვლის კომენტირებისას.
,,პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მიაქცია საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება იმ სამხედრო წვრთნებზე, რომელსაც საქართველოს საზღვრის მთელ პერიმეტრზე რუსეთის ფედერაცია ატარებს, რაც მარტო ჩვენს მიერ არაა დადასტურებული ამას ევროპის კავშირის სადამკვირვებლო მისიაც ადასტურებს. პრეზიდენტმა ისაუბრა იმ პროვოკაციებზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ხორცილდება. მნიშვნელობა არ აქვს, ამისთვის რა ინსტრუმენტს იყენებს რუსეთის ფედერაცია იქნება ეს შეუნიღბავი სამხედრო ძალა, თუ მცდელობები ჩაერიოს საქართველოს შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში, მაგრამ მთავარი გზავნილი, რომელიც გამოსვლა დამთავრდა იყო ის, რომ შეუძლებელია საქართველოში თავისუფლებისა და დემოკრატიის შეჩერება", _ განაცხადა ჟურნალისტებთან ვაშაძემ.
შეგახსენებთ, რომ გაეროს 67 ასამბლეაზე მიხეილ სააკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე, ტერიტორიულ მთლიანობის საკითხებსა და საგარეო საფრთხეებზე ისაუბრა.