"ჩვენ არ ვაპირებთ და ჩვენ არ უნდა დავბრუნდეთ წარსულში. ეს შესაძლებელია საქართველოში და შესაბამისადაც სხვაგან, - ამის შესახებ გაეროს 67-ე გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.
"ჩვენ არ ვაპირებთ და ჩვენ არ უნდა დავბრუნდეთ წარსულში. ეს შესაძლებელია საქართველოში და შესაბამისადაც სხვაგან. ჩვენ შევხვდებით წინააღმდეგობებს ამ გზაზე, ნიჰილიზმს, მაგრამ ჩვენ არ გადავუხვევთ იმ ბილიკიდან, რომელიც ავირჩიეთ ეს არის თავისუფლებისკენ მავალი ბილიკი, ტრანსფორმირებული საზოგადოების გზა", - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ჩვენ ვიცით რომ შეგვიძლია დავძლიეთ "სოვიეტიზმი" და "პოსტსოვიეტიზმი".
"ორგანიზებული დანაშაული არ არის ბედისწერა. შეზღუდუილი სუვერენიტეტი, როგორც ამას ბრეჟნევი ამბობდა, არ არის ბედისწერა. ჩვენ აქ ვართ თავისუფალი ადამიანები თავისუფალი ერები და ჩვენი მომავალი ჩვენზეა დამოკიდებული", - აღნიშნა პრეზიდენტმა.