გურჯაანში, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დასახვედრად მისულ ნაციონალებს „ქართული ოცნების" ადგილობრივი ორგანიზაციის აქტივისტებმა სირცხვილის დერეფანი მოუწყეს.
"„ძირს ძალადობა", „გაუმარჯოს საქართველოს სააკაშვილის გარეშე" - სკანდირებდნენ ახალგაზრდები რუსთაველის ქუჩაზე, იუწყება კკახეთის საინფორმაციო ცენტრი.
პრეზიდენტის დასახვედრად გურჯაანში კახეთის სხვადასხვა რაიონებიდან საჯარო მოსამსახურეები და „ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები შეკრიბეს.
შეკრებილთა შორის უმრავლესობა სკოლის მოსწავლეა.