არ მეგულება ადამიანი, რომელსაც ამ კადრების ნახვის შემდეგ გული არ სტკენოდა და თავი შეურაცხყოფილად არ ეგრძნო. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების წევრმა ზაზა ფაჩულიამ ”ობიექტივის” ეთრეში განაცხადა.
"ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა. საქართველოში ქრისტიანულ ქვეყანაში, თუ ასეთი რამ მოხდებოდა და ქართველი ქართველს ასე მოექცეოდა, ვერ წარმომედგინა. ეს ქვეყნის პრობლემაა და ამის წინააღმდეგ ქართველი ერი უნდა გაერთიანდეს. დავდგეთ ჩვენი ქვეყნის გვერდით და ასეთი ძალადობის წინააღმდეგ ერთად ვიბრძოლოთ. პატიმრებს თანაგრძნობა სჭირდებოდა და მე ჩემი პოზიცია მაშინვე დავაფიქსირე.
არ მეგულება ადამიანი, რომელსაც ამ კადრების ნახვის შემდეგ გული არ სტკენოდა და თავი შეურაცხყოფილად არ ეგრძნო. დღეს ერთმანეთს გვერდში უნდა დავუდგეთ. აქ ჩემს სამეგობროში მუდმივად ვსაუბრობდი ქართულ ტრადიციებზე და მათ ვეპატიჟებოდი საქართველოში, ამის შემდეგ როგორ უნდა დავიცვა თავი და გავამართლო ეს ფაქტი.
რა ტურიზმსა და ინვესტიციაზეა საუბარი, როდესაც ქვეყანაში ასეთი რამ ხდება. სხვა ქვეყანა რა რეაგირებას მოახდენს, ეს ნაკლებად მაინტერესებს, ჩემი ოჯახი, ნათესავები და მეგობრები საქართველოში არიან და მე საქართველოს ვუდგავარ გვერდში", - განაცხადა ფაჩულიამ.