,,პარლამენტს ხელისუფლების გასაკონტროლებლად უფრო მეტი აქტიურობა სჭირდებოდა", _ განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა გლდანის საპყრობილეში მომხდარი ინციდენტის კომენტირებისას.
"მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობას ყველა ჩვენგანი გრძნობს და ამ პასუხისმგებლობის გამოხატულებაა სწრაფი რეაგირება, დასჯა და პრობლემის დანახვა, რაც სისტემაშია", - განაცხადა წერეთელმა.
მისივე განცხადებით, პატიმრების წამებასთან დაკავშირებით, ყველა პირმა პასუხი უნდა აგოს.
"პასუხისმგებლობა ცალმხრივი არ უნდა იყოს და ყველა ვინც მომხდართან კავშირშია კანონის ძალით პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს. ალბათ, პარლამენტსაც მეტი აქტიურობა სჭირდებოდა, გაეკონტროლებინა აღმასრულებელი ხელისუფლება, თუ როგორ ითვალისწინებდა და ასრულებდა მიცემულ რეკომენდაციებს", _ განაცხადა გიგი წერეთელმა.