,,არჩევნები ერთმანეთის განადგურების პოლიგონი არ უნდა იყოს", _ განაცხადა ჟურნალისტებთან ,,ქდმ"-ს ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ვეფხვაძემ შსს მიერ გამოქვეყნებული ფარული ვიდეო-ჩანაწერის კომენტირებისას და აღნიშნა, რომ ,,ქდმ"- ამომრჩევლის დაშინება და მოსყიდვა მიუღებელია.
,,არჩევნებამდე, რაც უფრო ცოტა დრო რჩება სიტუაცია მით უფრო გამწვავდება და ორივე მხრიდან უფრო მეტი მცდელობა იქნება ერთმანეთის დემორალიზაციის, მოსყიდვის, დაშინების. მთავრია არჩევნები ერთმანეთის განადგურების პოლიგონი არ იყოს. იგი უნდა იყოს პოლიგონი პროგრამების, იდეებისა და დებატების", -ამიტომ მიუღებელია არჩევნების დაშინება, მოსყიდვა", _ განაცხადა ვეფხვაძემ.