სააკაშვილი არის წარმავალი კაცი, - განაცხადა მწერალმა ლაშა ბუღაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ეკა კვესიტაძის გადაცემა "აქცენტებში".
"სააკაშვილი არის წარმავალი კაცი, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე. ეს არის წარმავალი, მისი პოლიტიკური ისტორია მთავრდება, უნდა თუ არ უნდა. რაც დროზე მივცემთ მას საშუალებას, გააცნობიეროს, რომ ისტორია სხვა გზით მიდის და მისი პოლიტიკური ისტორია უახლოვდება დასასრულს, მით უკეთესია", - განაცხადა ბუღაძემ.
მისი თქმით, როდესაც ქვეყანაში არის რთული ვითარება და არის მრავალი კითხვა შინაგან საქმეთა მინისტრი ტექნიკური უნივესრიტეტის გახსნას კი არ უნდა ესწერებოდეს და ზუგდიდის აქციაზე იდგეს, არამედ ქუჩა-ქუჩა უნდა დადიოდეს და რეაგირებდეს ყველა ფაქტზე.
ბუღაძე დაჩი ცაგურიას დაკავებისა და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტსაც შეეხო და განაცხადა, რომ შს მინისტრის მოვალეობის შემრულებელი პასუხიმგებელია რაც ხდება მის ინსტიტუციაში.
"ძალიან მაინტერესებს სად არის შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი. ეს ქალბატონი არ აგებს პასუხს, ახლა რა ხდება მის ინსტიტუციაში? მე ვგულისხმობ ქალბატონ ზღულაძეს. გუშინ მთელი დღე ტექნიკური უნივერსიტეტის გახსნას ესწრებოდა. ახლა ეს აქტუალურია შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლისთვის? ტექნიკური უნივერსიტეტის გახსნა ბათუმში? დღეს კიდე დავინახე ზუგდიდში. აი, როგორც მანეკენი უდგას სააკაშვილს გვერდით? ახლა ამის დრო არის? მე ვფიქრობ, რომ მინისტრი დღეს, ასეთ რთულ ვითარებაში, შინაგან საქმეთა მინისტრს ვგულისხმობ, მართლა ქუჩა-ქუჩა უნდა დადიოდეს და ყოველ უბანზე და ყოველ პუნქტზე უნდა ამოწმებდეს რამე ხომ არ ხდება, რაიმე გადაცდომა ხომ არ ხდება", - განაცხადა ბუღაძემ.
მისი თქმით, იმ ყველაფრის შემდეგ, რაც საზოგადოება იხილა ამ კადრებში, "კიდევ შეიძლება გამოვიდეს ხმა თუ ჭორი პოლიციელების მხრიდან ძალადობის შესახებ?".
ბუღაძემ აღნიშნა, რომ მინისტრები არ არინ სააკაშვილის წინაშე ანგარიშვალდებულნი, "ეს ხალხი ანგარიშვალდებული უნდა იყოს ქვეყანასთან, ხალხთან და საზოგადოებასთან".
"რას დაჰყვებიან ამ სააკაშვილს. ეს სააკაშვილი არის წარმავალი კაცი, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე" , - განაცხადა ბუღაძემ.