უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი ვინ აპირებს საქართველოში დაბრუნებას და თავისი რეჟიმის დამყარებას, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, ივანე მერაბიშვილმა ისნის რაიონის მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე.
"ჩვენთვის ეს დიდი გაკვეთილია. მაგრამ მე მიხარია ერთი რამ, ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ ამ ფაქტების გამოვლენას მოყვა საზოგადოებისა და ხელისუფლების ადეკვატური რეაქცია. ისეთი საზოგადოება შევქმენით, რომ ისინი აღარ შეეგუებიან საქართველოს უკან დაბრუნებას. ჩვენს შიგნითაც შეიძლება მოიძებნოს ადამიანები, რომლებიც ასეთ რამეს აკეთებენ და დიდი ალბათობაა, რომ თუ ეს რეფორმები ბოლომდე არ მივიყვანეთ ყველაფერი უკან დაბრუნდეს",- განაცხადა მერაბიშვილმა.