„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" გლდანის მაჟორიტაროის კანდიდატი ინგა გრიოლია გლდანში გაზების დასახლების მოსახლეობას შეხვდა და ადგილზე გაეცნო მათ პრობლემებს.
ინგა გრიგოლიამ მოსახლეობას „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო და შეხვედრისას პარტიის ძირითად პრიორიტეტებზე ისაუბრა
გრიგოლიამ შეხვედრისას ასევე ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებსა და პენიტენციალურ სისტემაში არსებულ მდგომარეობაზე გაამახვილა.
ინგა გრიგოლიას განცხადებით აქ მყოფ მოსახლეობას საგზაოინფრასტრუქტურული და მაღალი კომუნალური გადასახადების პრობლემა აწუხებთ.
„9 დღე დარჩა არჩევნებამდე ბევრს კი ბაქიბუქობს ჩვენი ხელისუფლება მაგრამ გარანტიას გაძლევთ, მას მერე განსაკუთრებით, რაც ცნობილი გახდა ის სისასტიკე, რომლის ამსახველი ვიდეო კადრები ამ ადამიანებმა იხილეს ტელევიზიით, ნაციონალური მოძრაობა ვერც ერთ ხმას ვეღარ მიიღებს გლდანში"- განაცხადა ინგა გრიგოლიამ.