ყოფილი სახელმწიფო მინისტრი გოგა ხაინდრავა, რომელიც ფილარმონიის წინ აქციაზე იმყოფება სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში აცხადებს, რომ სტუდენტების აქცია აუცილებლად დაშლის სააკაშვილის რეჟიმს.
"ეს ნათელია. მე უბრალოდ სხვა და სხვა მხრიდან ვხედავ მცდელობას, რომ ეს მოძრაობა შეაჩერონ. სტუდენტების შიგნით შემოგზავნილნი არიან კომკავშირლები, თვითმმართველობი სტუდენტები, რომლებიც პირდაპირ სააკაშვილის დავალებით ცდილობენ რომ დეორგანიზაცია შეიტანონ და ხალხს თავი მოაჩვენონ როგორც მოძრაობის წარმმართველმა ძალამ, თუმცა ეს ასე არ არის, ეს სრული სიცრუეა",- აცხადებს გოგა ხაინდრავა და აღნიშნავს, რომ თავის დროზე სტუდენტებმა დე-გოლი გააქციეს , დე-გოლი რომელიც მეორე მსოფლიო ომის გმირი იყო და საფრანგეთის სიმბოლო.
" მან ვერ გაუძლო სტუდენტების წნეხს. რადგან ამათ მხარეს არის სიმართლე, ამათ მხარეს არის მომავალი, ამათ მხარეს აროს მათი ქვეყანა, ამიტომ ჩვენ შვილებს ვერაფერი ვერ გააჩერებს და ღმერთმა დაიფაროს და ამათზე ვინმემ ხელი აღმართოს",_ აცხადებს ხაინდრავა.