"ქვეყანაში ძალადობრივი რეჟიმია რომელიც ბევრმა საკუთარ თავზე გამოსცადა და ეს არჩევნებით მშვიდობიანად უნდა დამთავრდეს",_ განუცხადა სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" ფილარმონიის წინ აქციაზე მდგარმა პოეტმა რატი ამაღლობელმა.
მისივე თქმით, თავისი დამოკიდებულება ყველამ არჩევნებზე უნდა გამოხატოს, მაგრამ მიმდინარე მოვლენების დროს ქვეყანაში ძალადობა გრძელდება და ამას ადეკვატური პასუხი უნდა მოყვეს.
"როგორ ჩანს, მიხეილ სააკაშვილი დაჩი ცაგუარიას არ პატიობს თავისი მეგობარის სოფო ნიჟარაძისადმი გაკეთებულ სიურპრიზს ერთგვარი პერფომანსი რომ ჩაუტარა და ეს არის პირადი შურსიძიება",_ აცხადებს რატი ამაღლობელი და აღნიშნავს, რომ დღეს მთავარია ის, რომ ყველა განსხვავებული კულტურული გემოვნების ადამიანი ერთიანდება.
"აქციები გამოხატავს სამოქალაქო საზოგადოების პოზიციას რაც მნიშვნელოვანია, რომ იყოს დაფიქსირებული. მნიშვნელოვანია ასევე, რომ ყველა ადამიანმა დააფიქსიროს თავის პოზიცია, ჩვენ ვერ ვიტრაბახებთ იმით რომ გვაქვთ გამჭვირვალე მედია, წარმომადგენლობითი პარლამენტი, წარმომადგენლობითი მთავრობა და გამჭვირვალე სახელისუფლებო შტო. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ აქციებზე ადამიანებმა გამოხატონ თავინთი აზრი", - აცხადებს პოეტი.
ხოლო რაც შეეხება ბაჩო ახალაიას სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხს რატი ამაღლობელი აცხადებს, რომ საზოგადოების ეს მოთხოვნა აბსოლუტურას ბუნებრივია.
"თუ იქნება საზოგადოების ძალისხმევა მაშინ ხელისუფლება ერთი შეხედვით დაუჯერებელ ნაბიჯებს გადადგამს. ბაჩო ახალაიას კი არა არვიცი ვისი პასუხისმგებლობის საკითს დააყენებს", _ აცხადებს ამაღლობელი "ჯი-ეიჩ-ენ-თან" საუბარში.