"მე მოვითხოვ რომ გამოძიებულ იქნეს ბაჩო ახალაიას ბრალულობის საკითხი ამ სისტემის შექმნაში და მან უნდა დაასახელოს არა ქვემოთ შემსრულებლები, არამედ მაღალი ეშელონების წარმომადგენლები ვინც მასთან ერთად იყო იმ სისტემის შემქმნელი, რომელიც ჩვენ ვიხილეთ",_ აცხადებს სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ფილარმონიის წინ აქციაზე მყოფი ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე.
"ძალიან ცუდი განწყობა მაქვს ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. ყოვლად აუტანელია ის მასალა, რომელიც ჩვენ ვნახეთ, მას შემდეგ რაც ხელისუფლების მხრიდან კვლავ გრძელდება ძალადობა არ გვაქვს იმედი იმისა, რომ სისტემაში ბევრი რამ უკეთესობისკენ შეიცვლება. მართალია იყო საკადრო ცვლილებები რომლებიც არ გვაძლევს იმის გაანტიას, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდება", -აცხადებს კაკაბაძე.
მისივე თქმით, უპირველეს ყოვლისა, უნდა გამოიძიონ საიდან, რატომ, ვის მიერ შეიქმნა ასეთი სისტემა, რასაც ხელისუფლება ჯერ-ჯერობით არ აკეთებს.
"უფრო სწორედ ამბობს, რომ აკეთებს, მაგრამ საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების მიმართ საქართველოს საზოგადოებას დაბალი ნდობა აქვს - პრაქტიკულად არ აქვს. ამიტომ ეს საკმარისი არ არის", _ აცხადებს კაკაბაძე "ჯი-ეიჩ ენთან" საუბრისას.