იგეგმება პრობაციონერთა რაოდენობის განახევრება. ასევე პატიმართა რაოდენობის შემცირება და ვადამდე გათავისუფლების კომისიის ეფექტურობის გაზრდა და ზოგადად ამ კომისიის რეფორმაც, - განაცხადა სასჯელაღსრულების მინისტრმა გიორგი ტუღუშმა.
მისივე თქმით, იგეგმება საზოგადოებრივი საბჭოს შექმნას, რომელიც არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტდება.
მისივე განცხადებით, მოხდება სასჯელაღსრულების სისტემის სრული რეფორმირება.
,,სასჯელაღსრულების სისტემის სრული რეფორმირება მოხდება. გადავა თანამედროვე სტანდარტებზე და ამისათვის გათვალისწინებული იქნება საუკეთესო მოდელები, იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს გამართული, ეფექტური ადამიანის პატივსა და ღირსებაზე მორგებული სასჯელაღსრულების სისტემა", - განაცხადა ტუღუშმა.
ტუღუშის განცხადებით, სისტემაში გატარებული რეფორმების შედეგად მოწესრიგდება საპატიმროებში ადვოკატების მუშაობის, პაემნებისა და საპატიმროებში ჯანდაცვის საკითხები