,,ბაჩო ახალაიამ პოლიტიკური პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღო", _ განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ენერგეტიკის მინისტრმა ვახტანგ ბალავაძემ შს მინისტრის ბაჩო ახალაიას გათავისუფლების კომენტირებისას.
მისივე განცხადებით , პატიმრების წამების კადრები იმ დროსაა გადაღებული როცა ახალია თავდაცვის მინისტრი იყო. მიუხედავად ამისა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა მან თავის თავზე აიღო.
"ფაქტი ერთია, როცა პატიმრების წამების კადრებია გადაღებული მაშინ ბაჩო ახალია თავდაცვის მინისტრი იყო. მიუხედავად ამისა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღოო და და თანამდებობა დატოვა. ხოლო ის ადამიანები, ვინც პატიმრების წამებით იყვნენ დაკავებული დაპატიმრებულები არიან", _ განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ბალავაძემ.