,,გამოქვეყნებული ვიდეო-მასალით საზოგადოების თვალთახედვის არევას ცდილობდნენ", _ განაცხადა გიგი უგულავამ გლდანის მოსახლეობასთან სიტყვით გამოსვლისას გლდანის ციხეში მომხდარი შემთხვევის კომენტირებისას და აღნიშნა, რომ ნანახით მთელი საზოგადოება შეურაცხყოფილია.
,,დღეს ყველაზე მეტად ჩვენი ღირსებაა შეურაცხყოფილი. შეურაცხყოფილია იმით, რაც ჩვენ ვნახეთ. შეურაცხყოფილია იმით, რომ ვიღაცეები ამას წლები და თვეები აგროვებდნენ იმისათვის, რომ მერე საარჩევნო მანიპულაციისთვის და უზნეო გარიგების საგნად ექცია. შეურაცხყოფილი ვართ იმით, რომ ამით საზოგადოების თვალთახედვის არევას ცდილობდნენ. შეურაცხყოფილი ვართ იმით, რომ ეს ყველაფერი საარჩევნო კლიპებისთვის უნდოდათ გამოეყენებინათ, მაგრამ ეს ყველაფერი არ ამართლებს, ერთი წამითაც იმ გულისამრევ საშინელებას და იმ თავხედობასა და სადისტებს, რომლებიც ჩვენი სახელით მოქმედებდნენ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ციხეში. Aამავდროულად, ეს პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს იმ ხალხს ვისაც ადამიანზე მეტად საკუთარი პოლიტიკური ბინძური ქულების დაგროვება უნდა, რადგან ეს არანაკლებად შეურაცხმყოფელია ჩვენი საზოგადოებისთვის", _ განაცხადა თბილისის მერმა გიგი უგულავამ.