თბილის მერის განცხადებით, ხელისუფლება გლდანის ციხეში განვითარებული პროცესების შემდეგ ადეკვატურად მოიქცა. როგორც უგულავამ გლდანის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ობიექტურად მიმდინარეობს.
,,ხელისუფლება მოიქცა ისე, როგორც ყველა განვითარებულ, დემოკრატიულ ქვეყნებში იქცევიანDდაუყოვნებლივ გადადგა ყველა შესაბამისი თანამდებობის პირი", _ განაცხადა თბილისის მერმა.
გიგი უგულავამ იმედი გამოთქვა, რომ ციხეებში ყველა ხარვეზი აღმოიფხვრება.
,,მიდის, მკაცრი, სამართლიანი და ადეკვატური გამოძიება. მე მაქვს მტკიცე რწმენა იმისა, რომ ჩვენ ამ მანკიერებას ციხეში აღმოვფხვრით და ასე შედგება სრულფასოვანი საზოგადოება. ის საზოგადოება, ის ქვეყანა, რომლისკენაც მივილტვით", _ განაცხადა უგულავამ.