ბაჩო ახალაიას გადადგომა არაფერს ნიშნავს, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა მიეცეს, - განაცხადა "ქართული ოცნების" ზუგდიდის მაჯორიტარი დეპუტატობის კანდიდატა ირაკლი ალასამიან.
მისი თქმით, როდესაც პრეზიდენტი სააკაშვილი ამბობდა, რომ იძახდა ბაჩო ახალაია არის რეფორმატორი, ყველაზე კარგი და ყველაზე ეფექტური მინისტრი, აღმოჩნდა რომ ბაჩო ახალაია არის სადისტი და დამნაშავე.
"მე ვთვლი, რომ პრეზიდენტიც არის სადისტი და დამნაშავე და მანაც უნდა აგოს პასუხი. გადადგომა არაფერს ნიშნავს, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა მიეცეს ბაჩო ახალაია, მეგის ქარდავა, ასევე ზურაბ ადეიშვილი, რომლის უწყებაც ზედამხედველია თუ როგორ სრულდება კანონი ყველა უწყებაში და მათ შორის პენიტენციალურ სისტემაში.
ყველა უნდა წარდგეს ქართული მართლმსაჯულების წინაშე. ჩვენ გვახსოვს გირგვლიანის მკვლელობის მერე რომ გადააყენეს ერთ-ერთი ძმა ახალაია, რომელიც უშუალოდ იყო ჩართული ამ მკვლელობის განხორციელებაში, მაგრამ რეალურად ის მაინც დარჩა ამ უწყებაში და ხელმძღვანელობდა და ხვეწდა ამ ზეწოლის სისტემას. ასე რომ ვეღარ მოატყუებს სააკაშვილი ქართულ საზოგადოებას სისხლის სამართლის პასუხისგება უნდა დადგეს ბაჩო ახალაიასი, დათა ახალაიასი, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ზურაბ ადეიშვილის, და თავად პრეზიდენტ სააკაშვილის. მას ეკისრება ყველაფერზე პასუხისგება", - განაცხადა ალასანიამ.