პარტია "ნაციონალური მოძრაობა" შეეცდება საზოგადოებას განუმარტოს იმ პარტიებისა და მოძრაობების სახე, რომლებიც ამ ფირს რამდენიმე თვის განმავლობაში მალავდა. განცხადება ამის შესახებ სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში პარტია "ნაციონალური მოძრაობის" ერთ ერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა გააკეთა.
"ჩვენ შევეცდებით საზოგადოებას განვუმარტოთ იმ პარტიების თუ მოძრაობების სახე, რომლებიც ამ ფირს რამდენიმე თვის განმავლობაში მალავდა ", _ აცხადებს წიკლაური და აღნიშნავს:
"მე ვფიქრობ ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ გადადგა ნაბიჯები, რათა მთელს საზოგადოებას დაენახა, რომ ის არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს, რომ ასეთი ფაქტების ჩამდენები ხელდაფარებულები იყვნენ. პირიქით სახელმწიფოს რეაქცია იყო სწრაფი, კონკრეტული და მკაცრი. თუმცა არის ახლა მეორე ეტაპი, რომელიც ეხება იმას, თუ რა მიზნებს ისახავდნენ სხვა და სხვა პოლიტიკური ძალები რომლებსაც გააჩნდათ ეს ინფორმაცია, სავარაუდოდ რამდენიმე თვის წინათ და ისინი ამას არ აქვეყნებდნენ. ეს ჩემი პოლიტიკური ვარაუდია და თუ ეს ეჭვები დადასტურდა, რომ მართლაც რამდენიმე თვის წინათ ჰქონდათ ადამიანებს ეს ინფორმაცია და ისინი მალავდნენ ამას მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის, რომ წინასაარჩევნო მიზნებისათვის გამოეყენებინათ ამ შემთხვევაში ეს არის სულ სხვა ვითარება და ჩვენ შევეცდებით საზოგადოებას განვუმარტოთ ამ პარტიების თუ მოძრაობების სახე", _ აცხადებს წიკლაური "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში.