5 თებერვალს, საქართველოში, აშშ.-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ჯეიმს სტეინბერგთან ერთად ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ფილიპ გორდონიც ჩამოვა.
ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოდან აცნობეს.
ოფიციალური ინფორმაციით, თბილისში ვიზიტის ფარგლებში სტეინბერგი და გორდონი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და ოპოზიციურ პარტიათა წარმომადგენლებს შეხვდებიან.
ვიზიტის მიზანია ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება, აგრეთვე საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური, დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების განხილვა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში სტეინბერგი და გორდონი სომხეთიდან ჩამოვლენ.