,,გაძლევთ გარანტიას, სასჯელაღსრულების სისიტემა ის ორგანო გახდება ისეთი, როგორც დღევანდელ საქართველოს ეკადრება", - განაცხადა ივანე მერაბიშვილმა პრეზიდენტთან შეხვედრისას, რომელმაც პენიტენციალურ სისტემაში არსებული პრობლემების მოგვარება პირად კონტროლზე აიყვანა.
,,დღეიდან პასუხისმგებლობას ვიღებ, რომ თითოეული პატიმრის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ვიქნები. თქვენი და პატიმრების ოჯახის წევრებს მინდა განსაკუთრებით მივმართო და ვუთხრა, რომ ამ წუთიდან მე ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ პატიმრების სამოქალაქო უფლებები, ჰუმანიტარული უფლებები, არა მხოლოდ ასეთი ტიპის დანაშაული, არამედ ეს იქნება ნებისმიერი სოციალური, თუ სხვა უსაფრთხოების საკითხები მოგვარებული იქნება. მე, პირადად, უშუალოდ დავკავდები და ჩავერთვები", - განაცხადა მერაბიშვილმა პრეზიდენტთან შეხვედრისას და აღნიშნა, რომ უახლოეს დღეებში სისტემაში სტრუქტურულ ცვლილებას განახორციელებს.
,,მე გაძლევთ გარანტიას, რომ მოკლე ვადაში ეს ორგანო გახდება ისეთი, როგორც დღევანდელ საქართველოს ეკადრება და ამ ორგანოსადმი საზოგადოების ნდობა გაეზრდება. Nნებისმიერი საქართველოს მოქალაქეს გარანტია ექნება და იქნება დაზღვეული, რომ მათი ოჯახისა და ჩვენი საზოგადოების ნებისმიერ წევრს ასეთი საფრთხე არ შექმნებათ. Uუახლოეს დღეებში სტრუქტურულ ცვლილებებს განვახორციელებ და რამდენიმე თვეში სისტემას ჩამოვაყალიბებთ", - განაცხადა მერაბიშვილმა.