დასრულდა საგანგებო თათბირი, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში ჩაატარა. პრეზიდენტმა შეხვედრაზე მთავრობის ხელმძღვანელი ვანო მერაბიშვილი, იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი და მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავა დაიბარა.
"აქამდე სად იყო პროკურატურა? იმიტომ რომ, ის რომ ამხელა ჯგუფი, ამდენი დღე, თვე ალბათ, არვიცი რა მოტივებით ან უმოტივოდ, მათ შორის სრული მანიაკები უბრალოდ ასე დაუსჯელად მოქმედებდნენ, დაუსჯელად ცემდნენ, ამცირებდნენ ხალხს, მართლა მანიაკალიზმის გარდა, მე არ მესმის რა მოტივაცია შეიძლება იყოს საერთოდ იმ ქმედებებში, რაც არის დას რომ ჩვენ გამოძიება ამ ქმედებებზე მხოლოდ რამდენიმე კვირის წინ დავიწყეთ ეს ნიშნავს, რომ ბევრი რგოლი ჩავარდა, მსგავსი რაღაცა ძნელი წარმოსადგენია, ყოველთვის შეიძლება მოხდეს, მაგრამ ამ მასშტაბით, ამდენი ხანი ნებისმიერ სხვა სახელმწიფო ორგანოში.
ესე იგი რეალურად მოხდა სისტემური მარცხი, თუნდაც ის ფაქტი, რომ თქვენ გუშინ იძახოდით, რომ არსებული პატიმრებისგან იღებდნენ დავალებებს, ბოდიში მაგრამ ეს რაზე მეტყველებს? რა სიტუაციაა ციხეებში? კანონიერი ქურდები ვეღარ მართავენ სამაგიეროდ რა ხდება შიგნით?
ამიტომ ჩვენი პასუხი უნდა იყო ბევრად უფრო მასშტაბური ვიდრე ამ ხალხის დაჭერა. პირველ რიგში ჩვენ ამ სისტემას უნდა გადავხედოთ მთლიანად -ეს დაგვრჩა ბოლო ნაწილობრივ რეფორმირებული სტრუქტურა სახელმწიფო აპარატში. პრობლემა ხომ რა იყო - ყველა ორგანო ფუნდამენტალურად გამოვცვალეთ - პოლიცია, საგადასახადო, საბაჟო, თავდაცვის სამინისტროში სერიოზული ფუნდამენტური ცვლილება მოხდა ბოლო წლების განმავლობაში 2008 ის შემდეგ და ეს იყო ერთადერთი, სადაც მიუხედავად იმისა, რომ კალმახელიძე ბევრ რაღაცას ცვლიდა - პაემნები შემოიღო, ეს ბრასლეტები შემოიღო, ბევრი რაღაც შემოიღო, თურმე მთავარ ადგილზე, მთავარ ციხეში, ეს ხდებოდა რაც ხდებოდა. აღმოჩნდა, რომ ეს იყო მხოლოდ გარეგნული ნაწილობრივი ცვლილება და მთავარი რაღაცა იყო ისეთივე საზიზღარი, როგორიც ძველ დროს", - განაცხადა პრეზიდენტმა.