მინისტრის გადადგომა ციხის #8 დაწესებულებაში მომხდართან დაკავშირებით მინიმალური გადაწყვეტილებაა", - განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში უფლებადამცველებმა ლია მუხაშავრიამ გლდანის #8 დაწესებულებაში მომხდარი ფაქტის კომენტირებისას და აღნიშნა, რომ აუცილებელია კალმახელიძის პასუხისმგებლობასთან ერთად ციხის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს.
,,უფლებადამცველებისთვის აღნიშნული ფაქტების შესახებ კარგად ვიცით და წლების განმავლობაში ამის შესახებ ვსაუბრობდით. სამწუხაროა, რომ პატიმრების წამების შესახებ საზოგადოება მხოლოდ ახლა აღშფოთდა. მინისტრის გადადგომა მომხდართან დაკავშირებით მინიმალური გადაწყვეტილებაა.აუცილებელია, პატიმრების წამების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება ჩატარდეს. დაისაჯონ დამნაშავეები და პასუხისგებაში მიეცნენ არა მხოლოდ, პატიმრების წამებაში მონაწილე პირები, არამედ ციხის დეპარტამენტის ხელმძღვანელები", - განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ლია მუხაშავრიამ.