აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯეიმს სტეინბერგი 4-5 თებერვალს კავკასიას, მათ შორის საქართველოს ეწვევა.
ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური საიტი იუწყება.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ჯეიმს სტეინბერგი ქვეყნის ოფიციალურ პირებს, მათ შორის პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდება. დაგეგმილია შეხვედრები ოპოზიციასთანაც.
თბილისში ჩამოსვლამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ერევანში ჩავა, სადაც სომხეთის პრეზიდენთან და საგარეო საქმეთა მინისტთან გამართავს შეხვედრას.
კავკასიიდან ჯეიმს სტეინბერგი მიუნხენში გაემგზავრება, სადაც უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრება.