პარლამენტის ანტიკრიზისული საბჭოს თავმჯდომარე გია თორთლაძე საინფორმაციო ბიულეტენების პრეზენტაციას გამართავს.
მასში საბჭოს 2009 წლის მუშაობის შედეგებია შეჯამებული. თორთლაძის თქმით, ანგარიშში საუბარია ბრიუსელის დონორთა კონფერენციის მონაწილეთა გადმორიცხული თანხების მონიტორინგზეც. მისი განცხადებით, თანხმები მიზნობრივადაა დახარჯული.
2009 წელს ანტიკრიზისულმა საბჭომ 15 სხდომა ჩაატარა, სადაც მინისტრებისა და მთავრობების წევრებს მოუსმინეს. 2010 წლის სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად კი, საბჭოს წევრები მომავალ კვირას შეიკრიბებიან.