რამდენიმე კადრმა ჩემს მოლოდინსაც გადააჭარბა, - განაცხადა ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში გადაცემა პოლიტმეტრში სატელეფონო ჩართვისას სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა.
მისი თქმით, სამწუხაროა, რომ იქამდე არ მივაქციეთ ამ პრობლემას ყურადღება სანამ არ გამოჩნდა ვიდეოფირები.
"ყველა ამ კადრის ნახვის შემდეგ არა მარტი შეშფოთებული, არამედ დათრგუნული ვარ. ვიდეო ფირზე ამის დანახვა არც თუ ისე ადვილია. სამწუხაროა, რომ იქამდე არ მივაქციეთ ამ პრობლემას ყურადღება სანამ არ გამოჩნდა ვიდეოფორები", - განაცხადა ტუღუშმა.
მისივე თქმით, სახალხო დამცველის აპარატი ბოლო რამდენიმე წელია წერს, რომ გლდანის დაწესებულებაში პრობლემებია.