რაც ვნახე არის ამაზრზნი, - ამის შესახებ გლდანის #8-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მინდინარე აქციაში მონაწილე კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ის ადამიანები, ვინც პატიმართა წამებაში მონაწილეობს კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯონ.
"რაც ვნახე არის ამაზრზენი. ის ადამიანები, ვინც პატიმართა წამებაში მონაწილეობს კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯონ. იმედია რომ ყველასათვის ნათელია, თუ რატომააა
საქართველო პატიმართა სიკვდილიანობის მაჩვენებლით მოწინავე რიგებში", - განაცხადა კალაძემ.
კალაძის თქმით, იმ სისტემის შექმნაში, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებებში წლების განმავლობაში მოქმედებს მიხეილ სააკაშვილის ხელი უშუალოდ ურევია.
"მიხეილ სააკაშვილისთვის კარგადა ცნობილი ამ ყველაფრის შესახებ. მან მშვენივრად იცის როგორ ძალავენ სასურველ ჩვენებებს ადამიანებს. არაფერს არ ნიშნავს ის, რომ თავად სააკაშვილი არ ცემს, არ აუპატიურებს, არ აწამებს. მან იცის ეს ყველაფერი და ის არის ამ დანაშაულის თანამონაწილე. ეს ვითარება და ეს სისტემა არის მიხეილ სააკაშვილისა და მისი ხელისუფლების შექმნილი და ეს ადამიანები კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯონ და პასუხი აგონ ქვეყნისა და ხალხის წინაშე", - განაცხადა კახი კალაძემ.
შეგახსნებთ, რომ დღეს ტელეკომპანიებმა "მაესტრომ" და "მეცხრე არხმა" სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმრებისდამი მოპყრობის არაადამიანური ფაქტები გამოაქვეყნეს.