დღეს, 22 ოქტომბერს, 13:00 საათზე, სახელმწიფო კანცელარიაში მთავრობის სხდომა გაიმართება.
იმის გათვალისწინებით, რომ მთავრობა გასულ კვირას არ შეკრებილა, მინისტრთა კაბინეტს ბევრი საკითხი ექნება განსახილველი.
მთავრობის სამუშაო სხდომა ყოველკვირეულად იმართება, თუმცა გასულ კვირას, რამდენიმე მინისტრის საზღვარგარეთ ვიზიტების გამო, იგი არ ჩატარებულა.