ბიზნესომბუდსმენის მაია მერედოვას განმარტებით, ის უფრო აქტიურად ჩაერთვება ისეთი ცვლილებების განხორციელებაში, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში კიდევ უფრო უკეთესი ბიზნეს გარემოს შექმნას.
"მე მრავალი წლის განმავლობაში ვმუშაობდი საქართველოში, კერძოდ პროკრედიტ ბანკში, სადაც შეხება მქონდა კერძო სექტორთან. მე მოწმე ვიყავი იმ პროგრესისა, რომელიც განიცადა ბიზნეს სექტორმა შესაძლებლობების განვითარებისა და კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვის კუთხით, ხოლო სახელმწიფომ ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებისა და საგადასახადო ადმინისტრირების თვალსაზრისით. ჩემი ახალი პოზიციიდან, მე მოუთმენლად ველი ბიზნესის წარმომადგენლებთან მომავალ თანამშრომლობას, რადგან მიმაჩნია, რომ საქართველოს მსგავსი ქვეყნებისათვის სწორედ ბიზნესია ის მთავარი მამოძრავებელი ძალა, რომელიც ეკონომიკის განვითარებას უზრუნველყოფს. მე ვგეგმავ ძალიან აქტიურად ვიყო ჩართული ისეთი ცვლილებების განხორციელებაში, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში კიდევ უფრო უკეთესი ბიზნეს გარემოს შექმნას. ჩვენი აპარატი დაიცავს კომპანიების კანონიერ უფლებებს და ხელს შეუწყობს მათი ბიზნესის ოპერირებასთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტას. ჩვენ მოვემსახურებით არა მარტო ადგილობრივ, არამედ უცხოურ კომპანიებსაც და მზად ვართ მათ აღმოვუჩინოთ შესაბამისი დახმარება. ჩვენ მრავალი ახალი ინიციატივის განხორციელებს ვგეგმავთ ბიზნესის დახმარების კუთხით, და ამ კონკრეტული გეგმების შესახებ მოგვიანებით განვაცხადებთ. ქართულის გარდა ჩვენ ვსაუბრობთ რუსულად და ინგლისურად და ვფიქრობთ ბიზნესმენებს არ უნდა ჰქონდეთ ენობრივი ბარიერის პრობლემა ჩვენს ოფისთან კომუნიკაციისას."- აცხადებს მაია მერედოვა.
აღსანიშნავია, რომ ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტი, როგორც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ორგანო შეიქმნა 2011 წელს, რათა ხელი შეუწყოს დიალოგს სახელმწიფო სტრუქტურებსა და ადგილობრივ თუ უცხოურ კომპანიებს შორის და უზრუნველყოს მათი კანონიერი უფლებების დაცვა და ქვეყანაში არსებული ბიზნეს გარემოს ხელსაყრელობა მცირე და საშუალო ბიზნესის ზრდისა და განვითარებისათვის.
ბიზნესომბუდსმენის აპარატში აცხადებენ, რომ აპარატს ექნება აქტიური დიალოგი ბიზნესმენებთან, რათა მოისმინოს მათი წუხილი არსებული პრობლემების შესახებ და აღმოუჩინოს მათ აუცილებელი დახმარება ამ საკითხების გადაწყვეტაში.
"ჩვენს ერთ-ერთ მთავარ ფუნქციად დარჩება გადასახადის გადამხდელი კომპანიების კანონიერი უფლებების დაცვა და საგადასახადო ორგანოებთან მათი ურთიერთობისას გაუგებრობებისა თუ დარღვევების თავიდან აცილება და აღმოფხვრა. ამასთან ერთად, გადასახადებთან დაკავშირებული საკითხების გამარტივების მიზნით, ჩვენ მოხარული ვიქნებით, საჭიროების შემთხვევაში გავცეთ პასუხი მათ შეკითხვებს და გავუწიოთ კონსულტაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსთან დაკავშირებით. ბიზნეს ომბუდსმენის პარატში მუშაობენ საგადასახადო სფეროს გამოცდილი ექსპერტები, რომლებიც კომპანიებისათვის მიუკერძოებელი და ობიექტური კონსულტაციის გაწევას უზრუნველყოფენ.
უფრო მეტიც, ბიზნესომბუდსმენის საქმიანობა არ იქნება შემოფარგლული მხოლოდ საგადასახადო საკითხებით. ჩვენ მზად ვართ, ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებისგან მოვისმინოთ ნებისმიერი საკითხის შესახებ, რომელიც ხელს უშლის მათ ზრდასა და განვითარებას. ჩვენ ვგეგმავთ აქტიურ თანამშრომლობას სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საკონსულტაციო ფირმებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, კვლევით დაწესებულებებთან იმ მიზნით, რომ ქვეყანაში გაუმჯობესდეს ბიზნეს გარემო და დაიხვეწოს შესაბამისი საკონმდებლო ბაზა, რათა ბიზნესს შეექმნას უკეთესი პირობები ზრდისა და განვითარებისათვის და ამით ხელი შეეწყოს მთლიანად ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას",- განმარტებულია ბიზნესომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
აღსანიშნავია, რომ ბიზნეს ომბუდსმენის ოფისთან დაკავშირება შესაძლებელია: ცხელი ხაზის მეშვეობით (+99532) 228 28 28, ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე info@businessombudsman.ge