ნინო ბურჯანაძე საჭიროების შემთხვევაში არც მოსკოვში ვიზიტს და არც გაზაფხულზე, საპროტესტო აქციებში მონაწილეობას არ გამორიცხავს. ამის შესახებ მან პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.
"საჭიროების შემთხვევაში, წავალ მოსკოვშიც, ვაშინგტონშიც და ბრიუსელშიც, თუ ეს ჩემი ქვეყნის ინტერესებს დასჭირდება. რაც შეეხება გაზაფხულის აქციებს, ამის შესახებ ჯერ საკმარის ინფორმაციას არ ვფლობ, თუმცა სააკაშვილის დასამარცხებლად ბრძოლა გრძელდება და ამ ბრძოლაში მონაწილეობას მივიღებთ - იქნება ეს მიტინგებით თუ სხვა საშუალებებით", - განაცხადა დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა.
შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ პუტინი თებერვალში ქართულ ოპოზიციასთან შეხვედრას გეგმავს. გავრცელებული ინფორმაციით მას ზურაბ ნიღაიდელიც დაესწრება. ჟურნალიტის კითხვა, რომელსაც ბურჯანაძემ უპასუხა, სწორედ ამ კონტექსტს შეიცავდა.