მოსკოვში მიმდინარე "მილიონიან მარშზე" ოპოზიციონერმა ბორის ნემცოვმა მომიტინგეთა მოთხოვნები გაახმოვანა. მისი თქმით, მიტინგის მონაწილეები ხელისუფლებისგან მოითხოვენ პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, ახალი არჩევნების ჩატარებას, ასევე პრეზიდენტის ხელისუფლების შეზღუდვასა და პარლამენტის როლის გაძლიერებას.
კიდევ სამი მოთხოვნა, პოლიტიკოსის განცხადებით სოციალ-ეკონომიკურ თავისუფლებებს ეხება. ნემცოვმა საცხოვრებელ-კომუნალური ტარიფების გაყინვა, გაფიცვების ნებართვა და პროფკავშირების თავისუფალი საქმიანობის განხორციელება მოითხოვა. მისივე თქმით, ყველა ეს მოთხოვნა "უდალცოვთან ერთად არის შემუშავებული"
"მიმაჩნია, რომ სოციალურ-ეკონომიკური მოთხოვნები ჩვენთან დიდი რაოდენობით ადამიანებს გამოიყვანს", _ განაცხადა ნემცოვმა.