საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ნალბანდოვმა საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი მოჯთაბა დემირჩილუ მიიღო.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო უწყებიდან აცნობეს, შეხვედრის დროს განხილული იქნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ვიზიტის შედეგები და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები.