ბელგიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში შარლ გისლეინმა დიპლომატიური მისია დაასრულა.
ელჩი დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ მიიღო და თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო უწყებიდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ბელგიას შორის არსებული ურთიერთობების საკითხები განიხილეს და თანამშრომლობის შედეგები შეაჯამეს.