ნინო ნურჯანაძემ დავოსის საერთაშორისო ფორუმზე ვიზიტის შედეგები შეაფასა. ამასთან დაკავშირებით დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა პარტიის ოფისში პრეკონფერენცია გამართა.
ბურჯანაძემ განაცხადა, რომ არც ერთ ქართულ მედიასაშუალებას დავოსის ფორუმი პრაქტიკულად არ გაუშუქებია, მაშინ, როცა მსოფლიოს წამყვანი ტელევიზიები გამოშვებებს სწორედ დავოსის საერთაშორისო ფორუმით ხსნიდნენ.
"ნიშანდობლივია, რომ ქართულმა მედიამ დავოსის ფორუმს სათანადო ყურადღება არ მიაქცია, მეტიც: რეალურად არც გააშუქა იქ მიმდინარე პროცესები, არადა ისეთი ავტორიტეტული მედიასაშუალებები, როგორიცაა "სი ენ ენი" და "ბი ბი სი" უშუალოდ ადგილზე იმყოფებოდნენ და იქიდან აკვირდებიდნენ მოვლენების განვითარებას", განაცხადა ბურჯანაძემ.
ბურჯამაძემ აქცენტი იმაზედაც გააკთა, რომ სააკაშვილის დავოსის ფორუმზე არ მიიწვიეს. მისი თქმით, მეორე წელია, რაც დავოსში ქართული მხარე ოფიციალურად არ მიუწვევიათ. ეს კი იმის ბრალია, რომ დასავლეთში სააკაშვილსა და მის ხელისუფლებას აღარ ენდობიან.
"დავოსში იმყოფებოდნენ მსოფლიო პოლიტიკის გავლენიანი ფიგურები, ქვეყნის პირველი პირები, საერთაშორიო ექსპერტები, ბიზნესმენები. მქონდა შეხვედრები როგრც პირად, ასევე ოფიციალურ დონეზე. ყველა პოლიტიკოსმა, რომლებსაც საქართველოს ბედი ადარდებს, ჩემთან საუბარში აღნიშნა, რომ უკმაყოფილონი არიან სააკაშვილის შიდა პოლიტიკით და განსაკუთრებით უკრაინის არჩევნებში უხეში ჩარევით. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ სააკაშვილმა საქართველოს ყველა სტრატეგიული პარტნიორი მოიმდურა და გაანაწყენა", _ აღნიშნა ბურჯანაძემ.
ბოლოსკენ დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა ეკონომიკაზე, კერძოდ ინვესტიციებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, სააკაშვილის პოლიტიკამ ის უცხოური ბიზნესჯგუფებიც კი დააფრთხო, რომლებსაც მტკიცედ ჰქონდათ გადაწყვეტილი საქართველოში ფულის დაბანდება.
"უნდა შევეგუოთ იმ აზრს, რომ ამ ხელისუფლების პირობებში არანაირი მსხვილი ინვესტიცია არ განხორციელდება, რადგან დასავლეთში უკვე ყველამ ყველაფერი იცის", - განაცხადა ბურჯანაძემ.