ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზების შემსწავლელ კომისიას მუშაობის ვადა 3 თვით გაუგრძელდება, თუმცა გადაწყვეტილებას პარლამენტი 23 თებერვალს დაგეგმილ სესიაზე კენჭისყრით დაამტკიცებს.
ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.
როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, "შესაბამისი თხოვნით კომისიის თავმჯდომარე კონსტანტინე გამსახურდიამ მას უკვე მიმართა".
"მართალია კომისიას მუშაობის ვადა 6 თებერვალს ეწურება, მაგრამ უმჯობესია ,ბატონი კონსტანტინეს ჩამოსვლას დაველოდოთ, რომელიც 22 თებერვლამდე საქართველოში არ იქნება და უშულოდ მისგან მოვისმინოთ, რა გააკეთა კომისიამ და მომავალში რის გაკეთებას აპირებს",- განაცხადა ბაქრაძემ.
აღსანიშავია, რომ კონსტანტინე გამსახურდია კომისიის ვადის გაგრძელების გარდა კომისიის სტატუსის შეცვლასაც ითხოვს და სურს, რომ ის საგამოძიებო კომისია გახდეს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარეს ბიუროს სხდომაზე არანაირი განმარტება არ გაუკეთებია. უმრავლესობის წევრები კი აცხადებენ, რომ კომისიას სტატუსი არ შეეცვლება.