პარლამენტში ინტერფრაქციული ჯგუფი შეიქმნება. ინიციატივა პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის. როგორც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დავით ბაქრაძემ განაცხადა, ჯგუფი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პროცესზე მონიტორინგს განახორციელებს.
"მივესალმები იმ პოლიტიკური პარტიების გადაწყვეტილებას, რომლებმაც საარჩევნო სიების მონიტორინგის პროცესში მონაწილეობის მიღებაზე თახმობა განაცხადეს. იმედია ეს საკიხი წარმატებით იქნება მოგვარებული, თუმცა საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობისთვის უმჯობესი იქნება, რომ პროცესზე მონიტორინგი პარლამენტის მხრიდანაც განხორციელდეს", - განაცხადა ბაქრაძემ.
მისივე განმარტებით, ინტერფრაქციული ჯგუფი პარლამენტში მყოფი ოპოზიციური ძალებისგან დაკომპლექტდება.
"თუ პოლიტიკური ძალების მხრიდან თანხმობა იქნება, აღნიშნული საკითხი უახლოეს დღეებში გადაწყდება", - განმარტა მან.