,,ჩვენი მიზანი სააკაშვილის ახალი სააკაშვილით ჩანაცვლება არ არის", _ განაცხადა ,,ქდმ" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ვეფხვაძემ ქართული ოცნების" ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მიერ ,,ფრანს პრესისთვის" მიცემული ინტერვიუს კომენტირებისას და აღნიშნა, ივანიშვილის ტერმინოლოგია მიხელ სააკაშვილისას დაემსგავსა.
,,ბიძინა ივანიშვილი მიხეილ სააკაშვილს სულ უფრო და უფრო ემსგავსება, რადგან ტერმინოლოგია რომლის გამოც მიხეილ სააკაშვილი არ მოგვწონს ივანიშვილმაც იმავე ტერმინოლოგიით დაიწყო საუბარი. ჩვენი მიზანი არა სააკაშვილის ახალი სააკაშვილით ჩანაცვლება, არამედ ახალი დაბალანსებული და ნორმალური პოლიტიკური სისტემის შექმნაა", _ განაცხადა ვეფხვაძემ.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი ,,ფრანს პრესისთვის" მიცემული ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილს ,,პროფესიულ მატყუარასა და ძაღლიშვილს" უწოდებს. ,,ფრანს პრესის" ინფორმაციით, ივანიშვილი სააკაშვილს რუსეთის ომის პროვოცირებაში ადანაშაულებს. ,,მე არ მინდა გავაკრიტიკო პუტინი, რადგან არ მინდა დავემსგავსო სააკაშვილსა და გავაკრიტიკო დიდი ქვეყანა", - აცხადებს ივანიშვილი.