რუსეთში აცხადებენ, რომ აშშ-ის წარმომადგენლობებზე თავდასხმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის პოლიტიკის "ჩავარდნის" შედეგია.
"აშშ-ს არ უნდა ჰქონდეს ილუზია "არაბულ გაზაფხულთან" დაკავშირებით: მათ საელჩოებზე იერიშით მიდიან ტუნისიდან იემენამდე. ეს ჰილარი კლინტონის კურსის ჩავარდნაა ახლო აღმოსავლეთში", _ დაწერა რუსეთის დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსეი პუშკოვმა "ტვიტერში", თავის მიკრობლოგში.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის საელჩოებზე იერიში მიიტანეს ბენღაზში, კაიროში, ბანგლადეშსა და იემენში. ამას გარდა, აშშ-ის საელჩო ბერლინში ევაკუირებულია. გავრცელებული ინფორმაციით, ევაკუაცია საელჩოში საეჭვო კონვერტის გაჩენის შემდეგ განხორციელდა.