"ხალხის პარტიის" ლიდერი კობა დავითაშვილი მოვაჭრეებს 8 თებერვალს, 16:00 საათზე პარლამენტის შენობასთან, აქციაზე ეპატიჟება.
შესაბამისი წინადადებით დავითაშვილმა მცირე მოვაჭრეებს, დღეს, 1 კლასიკურ გიმნაზიასთან გამართულ აქციაზე მიმართა.
"მოგიწოდებთ, 8 თებერვალს, შევიკრიბოთ აქ იმ რაოდენობით, რომ რუსთაველის გამზირი გადავკეტოთ", - მიმართა დავითაშვილმა მოვაჭრეებს და კიდევ ერთხელ, "ხელისუფლების უგუნურ გადაწყვეტილებად" შეაფასა საგადასახადო კოდექსში შეტანილი ის ცვლილებები, რომელიც 1-ელი თებერვლიდან ამოქმედდა.
ამასთან, დავითაშვილის განმარტებით, "ხალხის პარტიამ" აღნიშნული კუთხითY"უკეთესი კანონპროექტი" შეიმუშავა.
"ხალხის პარტია" აქციის გამართვასთან დაკავშირებით თბილისის მერიაში ხვალ, 3 თებერვალს, შესაბამის განაცხადსაც შეიტანს.