"ლეიბორისტული პარტია" საკვებ პროდუქტებზე ზღვრული ფასების დაწესებას ითხოვს.
როგორც პარტიის გენერალურმა მდივანმა სოსო შატბერაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ბოლო 3-4 დღის განმავლობაში საკვებ პროდუქტებზე ფასები დაახლოებით 15%-ით გაიზარდა.
"ეს ხელოვნურად ხდება და ხელისუფლების მიერ ხალხის ჯიბეების დაცარიელების კიდევ ერთ მცდელობას წარმოადგენს. სააკაშვილს და უგულავას არჩევნების გასაყალბებლად მილიარდნახევარი ლარი ჭირდებათ და მის ამოღებას ხალხის ჯიბეებიდან, მათი ულუკმაპუროდ დატოვების ხარჯზე ცდილობენ", - განაცხადა სოსო შატბერაშვილმა.
"ლეიბორისტული პარტია" ხელისუფლებას ხალხის ძარცვის შეწყვეტისა და საკვებ პროდუქტებზე ზღვრული ფასების დაწესებისკენ მოუწოდებს.