„ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობის" გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ინგა გრიგოლია გლდანის მეოთხე მიკრო რაიონში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა.
ინგა გრიგოლიამ ადგილობრივებს „ქრისტიან - დემოკრატების" წინასაარჩევო პროგრამა გააცნო და ყურადღება სამართლიანი ტარიფების დაწესებასა და დასაქმებაზე გაამახვილა.
ინგა გრიგოლიას განცხადებით, ხალხი ისეთ უმძიმეს სოციალურ პირობებში ცხოვრობს, რომ არავინ არ აპირებს კიდევ ერთხელ ხმა მისცეს „ნაციონალურ მოძრაობას," რომელსაც მათი სოციალური პირობების გასაუმჯობესებლად არაფერი გაუკეთებია.
„ხელისუფლებას უკვე ისე ეშინია გლდანში არჩევნების წაგების, რომ დღეს სააკაშვილი თავისი ფეხით მოქანდა გლდანში და ყველას არწმუნებდა იმაში, რომ ქვეყანას ოქროს ხანა უდგას და ეს ყველაფერი მისი და მისი გუნდის დამსახურებაა. არავის აღარ სჯერა სააკაშვილის ზღაპრების ,მე ვაძლევ ხელისუფლებას გარანტიას, რომ ისინი გლდანს წააგებენ და ვეღარც სააკაშვილის დემაგოგია უშველის მათ წინასაარჩევნო კამპანიას და ვერც ერთი ხელისუფლების წარმომადგენელი."- განაცხადა ინგა გრიგოლიამ