პარლამენტიდან მთავრობის ადმინისტრაციამდე მსვლელობა გაიმართა.
აქცია 18 ივლისს, თელავში, სასტუმროში მომხდარი ინციდენტთან დაკავშირებით დაიგეგმა.
მარში მონაწილეები სკანდირებენ: „ეს საქართველოა და საქართველოში ქართველებს არავის დავაჩაგვრინებთ!“, „ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!“, „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!“.
„საქართველოში რუსების ადგილი არ არის! წაბრძანდნენ იმ ქვეყანაში, სადაც ასეთი უღირსი და ამორალური ქმედებები მართლდება. საქართველოში, ქართველები არასდროს შევეგუებით რუსეთის ოკუპაციას!“,- განაცხადეს მარშის მონაწილეებმა.