საქართველოს პარლამენტის ექს-თავმჯდომარე, დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი ნინო ბურჯანაძე საქართველოს პრეზდენტს მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკის კარგ მცოდნეს უწოდებს. შესაბამისი განცხადება ნინო ბურჯანაძემ გადაცემა "
ღია სტუდიაში " გააკეთა.
"სააკაშვილზე ძალიან ბევრი ეპითეტები შეიძლება ითქვას, მაგრამ ის არის პოლიტიკური ცხოველი. მე არ ვიცი, ახლა შეიძლება მის მომხრე ახალგაზრდებს ეწყინოთ ეს გამონათქვამი. არ ვიცი იციან თუ არა რას ნიშნავს ეს, მაგრამ ეს არის ადამიანი, რომელსაც აქვს საოცარი პოლიტიკური ინსტიქტები", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მისი თქმით, საქართველში თუკი ვინმემ იცის პოლიტიკა ეს არის მიხეილ სააკაშვილი.
"რაც არ უნდა გიჟი უძახო სააკაშვლს, მან ძალიან კარგად იცის პოლიტიკა და თუ ვინმე არის დღეს საქართველოში, კარგი თუ ცუდი ეს მეორე საკითხია, რა თქმა უნდა, ცუდი, მაგრამ ის არის პოლიტიკოსი", - განაცხადა ნიინო ბურჯანაძემ გადაცემა "ღია სტუდიაში ".