მთავრობის პრესსამსახურს ახალი ხელმძღვანლი ყავს. ამ პოსტზე პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა, რამოდენიმე წუთის წინ ჟურნალისტი ნიკო მჭედლიშვიოლი წარადგინა.
როგორც გილურმა განაცხადა, ამიერიდან სწორედ მას ევალება, როგორც ჟურნალისტებთან უშუალო ურთიერთობა ასევე მისი პოზიციებისა და შეხედულებების გახმოვანება.
"ის არის ადამიანი, რომელიც დღეიდან ჩემი სახელით ილაპარაკებს. გარდა ამისა, მას ექნება სხვა მოვალებებიც მათ შორის ერთ-ერთი ჟურნალისტებთან აქტიური ურთიერთობა, მათთან კვირაში ერთხელ შეხვედრა და ყველა საინტერესო შეკითხვაზე პასუხის გაცემა", _ განაცახდა გილაურმა
შეგახსენებთ, რომ ნიკო მჭედლიშვილმა ამ პოსტზე ავთანდილ ფავნენიშვილი შეცვალა. 12 წლის განმავლობაში მჭედლიშვილი "როტერში" მუშაობდა