ბიძინა ივანიშვილის განცხადება, დღეს უკვე ცხადია, არჩევნები გაყალბებულიაო, სწორედ ის არის, რასაც ჩვენ ვამბობდით- განაცხადა "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ გადაცემა "
ღია სტუდიაში ".
მისი თქმით, სამწუხაროა, რომ მისი წინადადება ერთიანი ოპოზიციური ფრონტის შექმნის შესახებ, გაზიარებული არ იქნა.
"რაც დრო გადის და რაც უფრო ვუახლოვდებით არჩევნებს, კიდვ უფრო ვრწმუდები, ჩემდა სამწუხაროდ იმაში, რომ ეს მართლაც ერთადერთი გამოსავალი იყო ოპოზიიცს მიერ არჩევნების მოგების, დღეს პრაქტიკულად ამის შანსი არ არსებობს", - განაცხადა ბურჯანაძემ და აღნიშნა, რომ თუ მისი პარტია მონაწილეობას მიიღებდა არჩევნებში, ის ხმებს წაარმთევდა არა ნაციონალურ მოძრაობას, არამედ - ქართულ ოცნებას.
"ქართული ოცნების მიმართ დღეს საზოგადოეაბში არის დიდი მოლოდიდნი, რომელმაც თავის თავზე თავად აიღო უზარმაზარი პასუხისმგებლობა, როდესაც განაცხადა, რომ ხელს ნუ გვიშლით და ამ საარჩევნო გარემოშიც მოვიგებთ არჩევნებსო", - აღნიშნა ბურჯანაძემ.
"მე ვფიქრობ, რომ დღეს, ყოველდღიურად, ქართული ოცნება რწმუნდება იმაში, რომ ამ საარჩევნო გარემოში, შეუძლებელია არჩევნების მოგება. მართალი ვიყავი მეც, "დემოკრატიული მოძრაობაც" და სახალხო კრებაც. სხვათა შორის, ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომელიც გააკეთა დაახლოებით ერთი კვირის წინ, რომ დღეს უკვე ცხადია, არჩევნები გაყალბებულიაო, სწორედ ის არის, რასაც ჩვენ ვამბობდით. ჩვენი მხრიდან გადაწყვეტილების მიღება, რომ ხელი არ შეგვეშალა ქართული ოცნებისთვის და ასე ვთქვათ, არ გაგვეყო ოპოზოციური ხმები და ამით სააკაშილისთვის არ გაგვეადვილებინა ბრძოლა ოპოზიციის წინააღმდეგ, ეს იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება", - განაცხადა ბურჯანაძემ.