მიუნხენის საერთაშორისო 46-ე კონფერენციას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "გადატვირთული" გრაფიკის გამო არ დაესწრება. ამის შესახებ განცხადება დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ გააკეთა. მისივე განცხადებით, ღონისძიებაზე საქართველოს სახელით შს მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძე და საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე იქნებიან წარმოდგენილნი.
"ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტი მიუნხენის კონფერენციას 2-ჯერ დაესწრო. მიხეილ სააკაშვილი მიუნხენის კონფერენციის დირექტორს ჯერ კიდებ იანვრის დასაწყისში საქართველოს მეგობარი ქვეყნების კონფერენციაზე შეხვდა და სწორედ იქ მიიღო მიწვევა მიუნხენის 46-ე კონფერენციას დასწრებოდა, თუმცა ქვეყნის პირველი პირი იქ გადატვირთული გრაფიკის გამო ვერ გაემგზავრება",_ განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.