"ქრისტიან-დემოკრატები" მთავარ პროკურორს კომპანია `ბლოკ-ჯორჯიას" ჰოსპიტალურ სექტორში შეყვანის საქმის შესწავლას სთხოვენ. ეს მოთხოვნა `ქრისტიან-დემოკრატების~ ლიდერმა გიორგი თარგამაძემ დღეს პარლამენტში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე დააყენა.
თარგამაძე მთავარ პროკურორს მურთაზ ზოდელავას მიმართავს, რომ პროკურატურა აღნიშნული საკითხით დაინტერესდეს. გარდა ამისა, როგორც თარგამაძე აღნიშნავს, პროკურატურის დაინტერესების ობიექტი `ბლოკ-ჯორჯიას~ მესვეურების გარდა, მთავრობის ყოფილი მეთაური, ჯანდაცვის და ეკონომოკური გუნდის ყოფილი პირველი პირები უნდა გახდნენ.
თარგამაძის მტკიცებით, ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში გადაწყვეტილება `ბლოკ-ჯორჯიას~ ჰოსპიტალური სექტორიდან გაყვანის აუცილებლობის შესახებ პრაქტიკულად მომზადებულია, ხელისუფლება ღიად აღიარებს, რომ ამ უკანასკნელმა აღებული ვალდებულბების შესრულება ვერ შესძლო, თუმცა შესაბამის კონკრეტულ გადაწყვეტილებას მაინც ვერ იღებს.
სწორედ ამის გამო თარგამაძე ეჭვობს, რომ `ბლოკ-ჯორჯიასთან~ მიმართებაში თავის დროზე მიღებული გაწყვეტილება ნაკარნახევი იყო მხოლოდ და მხოლოდ კერძო, კორუფციული ინტერესებით და არა ჰოსპიტალურ სექტორში ვითარების სასიკეთოდ შეცლის სურვილით.
"მთავარი პროკურატურის დაინტერესების საგანი უნდა გახდეს, თუ როგორ მზადდებოდა ჰოსპიტალურ სექტორში `ბლოკ-ჯორჯიას~ შეყვანის გადაწყვეტილება და კონკრეტულად ვინ ლობირებდა და ლობირებს მას,~ - განაცხადა თარგამაძემ.