მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2012-2013 წლის "გლობალური კონკურენტუნარიანობის მოხსენების" ("The Global Competitiveness Report") მიხედვით, საქართველომ 88-ე ადგილიდან 77-ზე (4,07-იანი ქულით) გადაინაცვლა და რეიტინგი 11 პოზიციით გაიუმჯობესა.
რეიტინგის თანახმად, საქართველოს მიენიჭა ეფექტიანობით მამოძრავებელი (Efficiency Driven) ქვეყნის სტატუსი, ნაცვლად გარდამავალისა (პირველიდან მე-2 საფეხურზე) აღნიშნულ რეიტინგში, საქართველოს დაწინაურება რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა.
ძირითადი მოთხოვნები (Basic Requirements) - საქართველოს პოზიცია გაუმჯობესდა 22 საფეხურით და 86-ე ადგილიდან 64-ზე გადმოინაცვლა. კომპონენტზე გავლენა იქონია საქართველოს პოზიციის გაუმჯობესებამ შემდეგ მაჩვენებლებში: ინფრასტრუქტურა (მდგომარეობა გაუმჯობესდა 15 პოზიციით და 68-ე ადგილიდან 53-ზე გადმოინაცვლა); მაკროეკონომიკური გარემო (გაუმჯობესდა 49 პოზიციით და 137-ე ადგილიდან 88-ზე გადმოინაცვლა; ჯანდაცვა და პირველადი განათლება (გაუმჯობესდა 6 პოზიციით და 67-ე ადგილიდან 61-ზე გადმოინაცვლა).
ეფექტიანობის მასტიმულირებელი ფაქტორები (Efficiency Enhancers) - გაუმჯობესდა 2 პოზიციით და 89-ე ადგილიდან 87-ზე გადმოინაცვლა. საქართველო დაწინაურდა, ასევე, ამ ფაქტორის შემდეგი მაჩვენებლებით: საფინანსო ბაზრის განვითარება (გაუმჯობესდა 6 პოზიციით და 99-ე ადგილიდან 93-ზე გადმოინაცვლა); ტექნოლოგიები (გაუმჯობესდა 24 პოზიციით და მე-100 ადგილიდან 76-ზე გადმოინაცვლა); ბაზრის სიდიდე (გაუმჯობესდა 7 პოზიციით და 106-ე ადგი-ლიდან 99-ზე გადმოინაცვლა).
განვითარების შეფასების მიხედვით, საქართველოს მიენიჭა ეფექტიანობით მამოძრავებელი (Efficiency Driven) ქვეყნის სტატუსი, ნაცვლად გარდამავალისა (პირველიდან (ფაქტორ მამოძრავებელი - Factor Driven) მე-2 საფეხურზე).
გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგში საქართველო წინ უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა - რუმინეთი (78-ე ადგილი), სომხეთი (82-ე ადგილი), მოლდოვა (87-ე ადგილი), სერბეთი (95-ე ადგილი) და ა.შ. აღნიშნულ რეიტინგში პირველი ადგილი შვეიცარიას, ხოლო უკანასკნელი ბურუნდს უკავია. მიმდინარე წლის მოხსენება 144 ქვეყანას მოიცავს.
გლობალური კონკურენტუნარიანობის მოხსენება მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ ყოველწლიურად მზადდება. მიმდინარე წლის მოხსენებაში 100 ქვეინდექსია გამოკვლეული, რომლებიც 12 მაჩვენებელსა და საბოლოო ჯამში, 3 ფაქტორში ერთიანდება.
გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგში გამოკვლეულია შემდეგი მაჩვენებლები: ინსტიტუციები, ინფრასტრუქტურა, მაკროეკონომიკური გარემო, ჯანდაცვა და პირველადი განათლება, უმაღლესი განათლება და ტრენინგები, სასაქონლო ბაზრის ეფექტურობა, სამუშაო ბაზრის ეფექტურობა, საფინანსო ბაზრის განვითარება, ტექნოლოგიები, ბაზრის სიდიდე, ბიზნესი და ინოვაციები.