საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სატელიტზე "პირველი კავკასიური არხის" გათიშვას "საერთაშორისო პოლიტიკური ცენზურის ძალიან საშიშ პრეცედეტად" აფასებს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა ქვეყნის პირველი პირი მიიჩნევს, რომ "ეს იგივეა რომ საქართველოს ბი-ბი-სი, სი-ენ-ენი ან რომელიმე ფრანგული არხი გაეთიშა პოლიტიკური ნიშნით".
"ჯერ რუსეთში მოხდა თავისუფალი აზრის დაბლოკვა და შემდეგ "გაზპრომმა" მოახერხა დასავლეთში ბევრ მედია საშუალებაზე კონტროლის მოპოვება და სცადა პარალელური რეალობის შექმნა. ახლა კი ალტერნატიული აზრის დაბლოკვა რუსეთის ფარგლებს გარეთაც ხდება, რათა გაზპრომის პარალელური რეალობა ერთადერთ ჭეშმარიტებად გაასაღონ",- ასეთია ამ საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტის პოზიცია, რომელიც ჟერნალისტებს დღეს მანანა მანჯგალაძემ გაცნო.
ამასთან ქვეყნის პირველი პირი სოლიდარობას უცხადებს "პირველი კავკასიური არხის" ჟურნალიტებს და თავის მხრივ, მათ დამოუკიდებლობისა და მათ პროფესიულ საქმიანობაში ჩაურევლობის გარანტიას აძლევს.