თბილისში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე ტომას მელია იმყოფება.
ის უწყებათაშორის დელეგაციას ხელმძღვანელობს, რომელიც საქართველოში არსებულ წინასაარჩევნო პერიოდს შეაფასებს.
დელეგაცია ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, თავდაცვისა და იუსტიციის დეპარტამენტების წარმომადგენლებისაგან არის დაკომპლექტებული.
ვიზიტის ფარგლებში, ტომას მელია შეხვედრებს ოპოზიციურ პარტიებთან გამართავს. ის ასევე მთავრობის წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებს შეხვდება.