უახლოეს დღეებში საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის პირველი მოადგილე ეწვევა, _ ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, სახელმწიფო მდივნის პირველი მოადგილე უშუალოდ შეხვდება პრეზიდენტს და მას საქართველოსთვის ამერიკის ეკონომიკური დახმარების ახლად დამტკიცებული პაკეტის შინაარსს გააცნობს.
პრეზიდენტის პრესსპიკერს აშშ-ის სახელმწიფო პირველი მოადგილის საქართველოში ვიზიტის თარიღი არ დაუკონკრეტებია.